უკომპრომისო მაღალი ხარისხი
წარმატებული გაყიდვების სტრატეგია
Immergas-ი წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში, მათ შორის 12 ფილიალით ევროპაში და 2 ფილიალით აზიაში, რომლებიც IMMERFIN ჯგუფს მიეკუთვნება. კომპანიის ასეთი გაფართოება არის 1995-2005 წლების განმავლობაში მიღწეული დიდი ძალისხმევის შედეგი. ამავდროულად უცვლელი რჩება კომპანიის ფილოსოფია: Immergas-ის პროდუქცია იყიდება მხოლოდ პროფესიონალების მეშვეობით, რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტექნიკური პერსონალის ტრენინგი, პერიოდული განახლების კურსებით, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ სერვისის მაღალი დონე. კომპანიის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ მომსახურების ხარისხი ყოველთვის უნდა იყოს პროდუქტის ღირებულების ნაწილი, და მხოლო ოპტიმალურად დახვეწილ სერვისს შეუძლია შეინარჩუროს მომხმარებელთა ლოიალობა.
საწარმოო სიმძლავრეები
წარმოებული პროდუქციის 60% განკუთვნილია ექსპორტისთვის. გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანია აწარმოებს პროდუქციას არა მხოლოდ იტალიაში მდებარე ქარხნის 13 საწარმოო ხაზზე არამედ კიდევ 3 ქარხანაში. ევროპაში - პოპრადი(სლოვაკეთი), ახლო აღმოსავლეთი - ქაზვინი (ირანი), აზია - ჩანგზოუ (ჩინეთი). საწარმოო სიმძლავრეების ასეთმა გადანაწილებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ექპორტის ლოგისტიკა.
სანდო პარტნიორები მთელ მსოფლიოში
ჯგუფი IMMERFIN გარდა იტალიისა წარმოდგენილია აგრეთვე: დიდი ბრიტანეთი (Alpha Therm LTD), უნგრეთი (Immergas Hungaria kft), პოლონეთი (Immergas Polska SP. z.o.o.), სლოვაკეთი (Immergas Europe s.r.o.), რუმინეთი (S.C. Immergas Romania SRL), საბერძნეთი (Immergas Hellas) ესპანეთი (Immerspagna s.l.), ბულგარეთი (Amax Gas LTD.), ნიდერლანდები (Immergas Nederland B.V.), რუსეთი (Immergas OOO), უკრაინა (Immergas Ukraina) და ბელარუსი (Immergas Bel OOO). ჯგუფი აგრეთვე წარმოდგენილია აზიაში Immergas Heating Equipment (Changhzou) CO. LTD და ირანში Iran by Immergas Pad Co. P.J.S..