ენერგო მარკირების სტიკერი და ERP რეგულაციები
ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გარემოს დაცვაში
ლაპარაკია ძალიან მნიშვნელოვან ევროპულ დირექტივაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მავნე გამონაბოლქვების შემცირებას.
ErP დირექტივა (2009/125/CE) – აკრონიმი სიტყვების “Energy Related Products” – აწესებს ძალიან მკაცრ რეგულაციებს ე.წ. eco-პროდუქციაზე,როგორც პროექტირების, ასევე წარმოების ეტაპზე. ის განსაზღვრავს აუცილებელ პარამეტრებს პროდუქციის ენერგოეფექტურობის კუთხით, ისევე როგორც მის შესაბამისობას გარემოს დაცვის ნორმებთან.
აღნიშნული ევრორეგულაცია შევიდა ძალაში ორ ეტაპად:
2015 წლის 1 აგვისტოდან პროდუქციაში უნდა იყოს გამოყენებული ენერგოდამზოგი ტუმბოები,
2015 წლის 26 სექტემბრიდან ყველა მოწყობილობაზე, ErP და ELD დირექტივების თანახმად, უნდა იყოს დაკრული ე.წ. ენერგო მარკირების სტიკერი.
აღნიშნული დირექტივები ძალაშია მხოლოდ 2016 წლის 26 სექტემბრის შემდეგ გამოშვებულ მოწყობილობებზე. რეგულაციებს უკუძალა არ აქვთ.
ELD: დირექტივა ენერგიის სტიკერის შესახებ
ე.წ. The Energy Labelling Directive (2010/30/CE) გულისხმობს რომ ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც ექვემდებარება ErP დირექტივას უნდა იქნას მარკირებული შესაბამისი სტიკერით, რომელიც აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს ინფორმაციას არა მარტო მოწყობილობის ენერგოეფექტურობის შესახებ, არამედ ბევრ სხვა პარამეტრზე,მაგალითად ხმაურის დონეზე და ენერგომოხმარებაზე.
კომპანია Immergas-ი მიესალმება ევროკავშირის ამ დირექტივას და ღრმად სწამს , რომ ბაზარზე უნდა არსებობდნენ მხოლოდ ენერგოდამზოგი მოწყობილობები მინიმალური მავნე ზემოქმედებით ატმოსფეროზე და ზოგადად ბუნებაზე.