
"მწვანე" მიდგომა, მომავლის გამოწვევა
ჩვენი მიზანია ვიყოთ ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ
არ არის საკმარისი მხოლოდ არსებული სტანდარტების და რეგულაციების დაცვა. დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამიტომ საჭიროა ახალი აზროვნება და მიდგომები თვით საწარმოო პროცესთან დაკავშირებით. კომპანიამ მიიღო ეს გამოწვევა და შეიმუშავა სრულიად ახალი ბიზნეს ფილოსოფია, რომელსაც "მწვანე" მიდგომა დაარქვა.
პიზას უნივერსიტეტი და ჩვენი კვლევები
ყოველ ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე წინასწარ უნდა იყოს გათვლილი ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება უკავშირდებიდეს ენერგიის ფუჭ დანაკარგებს, ნარჩენების მინიმიზაციას და მავნე გამონაბოლქვებს ატმოსფეროში.
ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა პიზას უნივერსიტეტთან, მის პროფესორებთან და მკვლევარებთან, საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში გადავწყვიტოთ ახალი პროექტების შემუშავების დროს ნებისმიერი საკითხი, გამომდინარე ჩვენი ბიზნეს ფილოსოფიიდან "მწვანე" მიდგომასთან დაკავშირებით.
დავიწყეთ მზის პანელებით
მაგალითად , 2011 წლიდან კომპანიის ქარხნის სახურავზე განლაგებულია დაახლოებით 4000 პანელისგან შემდგარი მზის პანელები. პანელების მიერ წარმოებული ელექტრო ენერგია ფაქტიურად უტოლდება კომპანიის საწარმოო პროცესისთვის საჭირო ელექტრო ენერგიას.
ეს იყო ჩვენი პირველი პირადი წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების და გარემოს დაცვის კუთხით.