მუდმივი ინვესტიციები ინოვაციებში
"Laboratorium" - გარემოს დაცვის ახალი იდეები
2018 წელს , კომპანიის ტერიტორიაზე აშენებული კომპლექსი "Laboratorium" თავისი უნიკალური არქიტექტურით და დიზაინით განამტკიცებს კომპანიის სწრაფვას ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისკენ, რომლებმაც უნდა მოიტანონ როგორც მეტი კომფორტი ადამიანებისთვის, ასევე უზრუნველყონ გარემოს დაცვის მეტი შესაძლებლობა.
კვლევებისა და ინოვაციების ცენტრი
20 კილომეტრზე მეტი კაბელი, 30 კილომეტრი მილგაყვანილობა, 2500 კვ.მ შიდა ფართი, სადაც განლაგებულია სატესტო ოთახები, ოფისები, ლაბორატორიები, აღჭურვილი აუხლესი გამზომ-მარეგულირებელი და სხვა ხელსაწყოებით და დანადგარებით. 60 ექსპერტისგან და ინჟინრისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ახალი პროდუქციის კვლევასა და დიზაინში, ასევე არსებული პროდუქციის ტესტირებაში.
ლაბორატორიის აქტივობები
ლაბორატორიის ელექტრონიკის განყოფილება შეიმუშავებს ახალ თერმომარეგულირებელ მოწყობილობებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით. ტარდება კვლევები პროდუქციის სტრესულ პირობებში მუშაობაზე, ხელოვნურად დაძველების პირობებში. გარდა ამისა, ცნობილ უნივერსიტეტებთან ერთად ლაბორატორია შეისწავლის გარემოში საწვავის წვის შედეგად მავნე ემისიების შემცირების შესაძლებლობებს.
მუდმივი ზრუნვა მომხმარებელზე
ლაბორატორიებში ტარდება სპეციალური კვლევები საწვავის ოპტიმალურ წვასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ მიღწეულ იქნას ქვაბის მაქსიმალური ეფექტურობა ოპტიმალური თბური სიმძლავრის პირობებში. კვლევებში გამოიყებენა სხვადასხვა აირები, დამახასიათებელი მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონისთვის, ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში -15 °C დან +45 °C რათა ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მის კონკრეტულ კლიმატურ პირობებზე და საწვავის ტიპზე გათვლილი პროდუქცია.