საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წარმატების ისტორია
რომელიც წარმოიშვა იტალიის ეკონომიკური ბუმის შედეგად

იტალიის ეკონომიკური ბუმი და უდიდესი ოპტიმიზმით შეპყრობილი სამი ახალგაზრდა კაცი.

1968. სახელოსნოდან დიდ ინდუსტრიაში: ახალი მიზნები - ახალი მიდგომები

1964 საფუძვლი

იტალიის ეკონომიკური ბუმი და უდიდესი ოპტიმიზმით შეპყრობილი სამი ახალგაზრდა კაცი.

1964 წლის 5 თებერვალს, იტალიის პატარა ქალაქ ბრეშელოში, სამმა ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა აღესრულებინა ცხოვრების ნატვრა და მეწარმეები გამხდარიყვნენ.

70-იანი წლებში იტალიის ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის პერიოდში, სამმა მომავალმა ბიზნესმენმა: რომანო ამადეიმ,  ჯანი ბიანკიმ და ჯუზეპე კარამ, უშეცდომოდ აუღეს ალღო დროის მოთხოვნას.  ინოვაციური იდეები და  პატარა სახელოსნო, რამაც საფუძველი ჩაუყარა  ათწლეულობით უაღრესად წარმატებულ ბიზნესს.

პირველი გათბობის ქვაბი კომპანიამ 1965 წელს წარადგინა, პირველი პატენტი 1967 წელს მიიღო და ორი წლის შემდეგ დაიწყო კომპანიის გაფართოვება და წარმატებული წინსვლა.

დროის გამოწვევები და კომპანიის პასუხი

1974.მილანის საერთაშორისო გამოფენაზე კომპანიამ პირველად წარმოადგინა თავისი ინოვაციური ტექნოლოგიები

1970

დროის გამოწვევები და კომპანიის პასუხი

სამმა ენთუზიასტმა, რომანო ამადეი, ჯანი ბიანკი და ჯუზეპე კარა, დროულად დაინახეს თუ როგორ შეცვლიდა ბუნებრივი აირის გამოყენება გათბობის ტექნიკის ინდუსტრიას. 70-იან წლებში კომპანიამ წარმოადგინა  NCX MB ტიპის ქვაბები. ეს იყო მაშინ ინოვაცია, ვინაიდან ეს იყო პირველი კედლის ქვაბები იტალიაში. ქვაბის კონსტრუქციული კვანძები ძირითადად დამზადებული იყო სპილენძისგან.

მუდმივი განვითარება.

1980.ათწლიანი ინოვაციის შედეგად მეტი დანადგარები და თანამშრომლები და გაზრდილი წარმოება

1980

მუდმივი განვითარება.

1980-იან წლებში იზრდება მომხმარებლების მოთხოვნილება სანიტარული ცხელი წყლის რაოდენობაზე. საცხოვრებელ ფართებში ჩნდება დამატებითი სანკვანძები.

ამ გამოწვევას კომპანიამ უპასუხა ახალი მოდელის, AVIO- შექმნით, გაზრდილი ცხელი წყლის წარმადობით, რომელმაც კიდევ უფრო ცნობილი გახადა კომპანია როგორც იტალიაში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას მოჰყვა EOLO მოდელის გამოშვება, რომელსაც უკვე დახურული წვის კამერით იყო აღწურვილი.

კომპანიის გაფართოვება მსოფლიოში

1997 წელს Immergas-ი ხსნის ახალ ოფისებს საზღვარგარეთ

1990

კომპანიის გაფართოვება მსოფლიოში

1994 წელს , ესპანეთში, კომპანიამ გახსნა თავისი პირველი კომერციული ფილიალი საზღვარგარეთ . ამას მოჰყვა 2 წლის შემდეგ კიდევ 2 ფილიალის გახსნა: პოლონეთში და თურქეთში.

შემდეგ იყო ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია და სლოვენია.

ამავე წლებში კომპანია ბაზარზე უშვებს ქვაბის 2 მოდელს: Super NIKE VIP და Super EOLO Vip, რომლებიც იმ დროისთვის გამოირჩეოდნენ ტემპერატურის მართვის ინოვაციური მეთოდით.

ამავე წლებში კომპანიას გამოაქვს ბაზარზე MAGIS, რომელმაც ბევრად გაუსსწრო დროს. ამ მოდელში შესაძლებელი გახდა გათბობის და გაგრილების კომბინაცია ერთ მოწყობილობაში.

1997 წელს კომპანიამ აღნიშნა 1 მილიონი ქვაბის გამოშვება.

ტექნოლოგიების და ენერგოეფექტურობის ახალი მიღწევები.

2008. ახალი ქარხანა პოპრადში - კომპანიის შემდგომი გაფართოვება

2000

ტექნოლოგიების და ენერგოეფექტურობის ახალი მიღწევები.

 

2003 წელს შეიქმნა საიტი immergas.com რომელიც იყო განკუთვნილი პროფესიონალებისთვის.

ამავე წელს კომპანია იწყებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს საკონდენსაციო ტექნოლოგიებში, როგორც უფრო ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ტექნოლოგიაში.
2004 წელს შეიქმნა Caius Club, რომელშიც გაწევრიანდა ბევრი პროფესიონალი და რომლის მიზანიც იყო ტექნიკური პერსონალის დონის მუდმივი ზრდა, კონსულტაციები, ტრენინგები და სხვა.
2007 წელს გაიხსნა კომპანიის მუზეუმი, Immergas Museum, სადაც წარმოდგენილი იყო  კომპანიის ისტორია. 11 წლის შემდეგ მუზეუმს მიენიჭა კამილო სკოტის (Camillo Scotti) სახელი, ყოფილი მარკეტინგის მენეჯერის, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა კომპანიის წარმატებულ წინსვლაში. 
ამავე წლებში ყურადღება ექცევა ენერგიის ახალ წყაროებს და ტექნოლოგიებს: მზის ენერგია, თბური ტუმბოები, ჰიბრიდული სისტემები და ა.შ.
 

ინტეგრირებული სისტემებიდან ენერგიის მართვამდე

2010. Domus Technica, კომპანიის ახალი თანამედროვე ტრენინგ ცენტრი პროფესიონალებისთვის

2010

ინტეგრირებული სისტემებიდან ენერგიის მართვამდე

ამ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. ჰიბრიდულ სისტემებს, ისევე როგორც განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას. ამ დროს ჩნდება ახალი მიმართულება, რომელიც იწყებს მზის ენერგიის ელექტრო ენერგიად გარდაქმნის სისტემებზე ინტენსიურ კვლევებს. 

2010 წელს კომპანიის ტერიტორიაზე აშენდა კიდევ ერთი ინოვაციური კომპლექსი DOMUS TECHNICA , აღჭურვილი თანამედროვე საკლასო ოთახებით, ლაბორატორიებით, ტრენინგ ცენტრით.

კომპანია იწყებს აქტიურ მუშაობას ჰიბრიდული სისტემების პოპულარიზაციაზე და შესაბამისი მოწყობილობების დიზაინზე.

50 წლიანი წარმატება

კომოანია Immergas-ი 50 წლის იუბილეს ზეიმობს

2014

50 წლიანი წარმატება

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალფრედო ამადეიმ, აღნიშნა , რომ 50 წელი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ახლა კომპანია აპირებს კიდევ უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს.

იწყება კორპორატიული ბრენდის რესთაილინგი და ამავე წელს კომპანია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენაში მილანში, სადაც 4000 კვ.მ ფართის სტენდზე წარმოადგენს როგორც განახლებულ ტრადიციულ პროდუქციას ასევე სრულიად ახალ სისტემებს, მათ შორის საკონდენსაციო ქვაბების შთამბეჭდავ სპექტრს.

სრულიად განახლდა კომპანიის ვებ გვერდიც, რომელსაც დაემატა სპეციალური განყოფილებები პროფესიონალებისთვის.

წინ ახალი მიზნებისთვის

2018. Laboratorium, კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი

2015

წინ ახალი მიზნებისთვის

2019 წელს, როდესაც კომპანიან აღნიშნა დაარსებიდან 55 წელი, პროდუქციის გაყიდვების მოცულობამ მსოფლიოს მასშტაბით შეადგინა 7 000 000.

ეს იყო შედეგი არა მარტო იტალიის ქარხანაში წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდის შედეგი, არამედ აგრეთვე ახალი ქარხნების, პოპრადში და ქაზვინში, დამსახურება. 

ამავე დროს კიდევ უფრო იზრდება ქვეყნების რაოდენობა სადაც კომპანიას გააქვს ექსპორტზე ქვაბები, და 2020 წლისთვის კომპანია თავის პროდუქციას უკვე მსოფლიოს 50 ქვეყანაში ყიდის.

2017 წლის 12 დეკემბერს, ცნობილმა წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყება ქარხანას. მიუხედავად ამისა, თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით კომპანიამ შეძლო უმოკლეს ვადაში სტიქიასთან გამკლავება და წარმოების განახლება.

 

ახალი ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიის წყაროები

2020. თბური ტუმბო VICTRIX HYBRID: განახლებადი ენერგია თქვენს სამსახურში

2020

ახალი ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიის წყაროები

კომპანიამ გამოუშვა ბაზარზე ახალი პროდუქტი, VICTRIX HYBRID, ჰიბრიდული თბური ტუმბო, რითაც მომხმარებელს მისცა საშუალება ტექნოლოგიური ნახტომის ახალ სისტემებზე. 

ახალი ტექნოლოგიების და სისტემების დანერგვის შედეგად გაჩნდა აუცილებლობა მომხმარებელზე მეტი ინფორმაციის მიწოდების. შედეგად შეიქმნა ახალი ვებ გვერდი casa.immergas.com, რომელიც გახდა არა მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიების ვიზუალური პლატფორმა, არამედ პროფესიონალებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების წყარო.

ამ დროს იქმნება აგრეთვე ახალი თაობის თერმორეგულირების მოწყობილობა SMARTECH PLUS.

გაყიდული პროდუქციის რაოდენონა აღწევს 8 000 000 ცალს.